2009 წლის 20 ივნისს გორის #9 საჯარო სკოლის Vგ კლასის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა, კლასის დამრიგებლის ხელმძღვანელობით მოაწყო ექსკურსია ზემო იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორსა და სავანეში. ექსკურსია სასწავლო ხასიათისა იყო. ბავშვებმა დაათვალიერეს და უფრო ახლოს გაეცვნენ აკ. წერეთლის ბავშვობას, შემოქმედებას, სხვადასხვა ეპიზოდებს მისი ცხოვრებიდან. ასევე მოინახულეს და მოილოცეს მღვიმევის მონასტერი, რომელიც ქალაქ ჭიათურის შესასვლელთან, ჭიათურის ათღმოსავლეთით კლედშია გამოკვეთილი. აღნიშნული ეკლესია-მონასტერი მაცხოვრის სახელობისაა და XIII საუკუნის II ნახევარშია აგებული.
პროექტის მიზანი იყო როგორც მოსწავლეებში ცოდნის დონის ამაღლება, ასევე მოსწავლეების, მათი მშობლების, კლასის ხელმძღვანელის და პედაგოგების უკეთესად გაცნობა-დაახლოება.
აღნიშნულ პროექტს ჰქონდა წინა მოსამზადებელი ეტაპი. ექსკურსიაზე წასვლამდე ყველა მოსწავლე გაეცნო აკ. წერეთლის ბიოგრაფიას. კერძოდ, წაიკითხეს წიგნი ,,ჩემი თავგადასავალი", ასევე სკოლაში, ინფორმატიკის კაბინეტში მოეწყო CD დისკის ,,აკაკი წერეთელი~ დათვალიერება-განხილვა და ბოლოს ნაჩვენები იქნა ფილმი ,,აკაკის აკვანი".
ბავშვებმა გამოთქვეს საკუთარი აზრი როგორც წაკითხულის, ასევე ნანახის ირგვლივ. იმსჯელეს და განიხილეს აკაკი წერეთლის ცხოვრება. მიუხედავად ყველაფრისა, გაუჩნდათ შეკითხვებიც. მათ გადაწყვიტეს კითხვების კარგად მომზადება და ინტერვიუს აღება უშუალოდ აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის თანამშრომლებისაგან.
უკვე ახალ სასწავლო წელს საზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებულები სკოლაში მოაწყობენ პრზენტაციას სახელწოდებით ,,აკაკი წერეთელი". აღნიშნული პრეზენტაციით ბავშვები სკოლის დირექციას და მასწავლებლებს გაუზიარებენ თავის შთაბეჭდილებებს ნანახის ირგვლივ და კიდევ ერთხელ შეახსენებენ ქართველი ხალხის საყვარელი მწერლის აკაკი წერეთლის ცხოვრებისეულ ეპიზოდებს.
მღიმევის მონასტერი |
ასე დაიწყო ჩვენი ექსკურსია. ღვთის მადლით გაძლიერებულნი წავედით აკ. წერეთლის სახლ-მუზეუმის და ძიძისეული ქოხის დასათვალიერებლად.
დია ბოლოს მდინარის პირას დავანთეთ კოცონი, შევწვით მწვადი. ბავშვებმა მშობლებთან და მოსწავლეებთან ერთად კარგად მოილხინეს. ითამაშეს სხვადასხვა სახის თამაშები. იბანავეს მდინარეშიც.
ჩვენმა საექსკურსიო მარშრუტი წარმატებით დასრულდა.
მღვიმევის მონასტერი |